ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


11 March 2016
საქართველოს უნივერსიტეტმა სოციალური კამპანიის - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“ დასკვნით ცერემონიალს უმასპინძლა

9 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში  კონკურსის - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.  

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა კრეატიული სურათები და ვიდეოები წარმოადგინეს.  გამარჯვებული გახდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკა ბოტკოველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ მარიამ სისაური (სკოლის მოსწავლე თიანეთიდან) და ნიკა ფოლადაშვილი (124 - ე საჯარო სკოლის მოსწავლე). თითოეულ მათგანს  გადაეცა წიგნების მაღაზია „ნოველას“ ვაუჩერი და სპეციალური პრიზები  საქართველოს უნივერსიტეტისგან.  ასევე, თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის და მე - 12 კლასელებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გამოაცხადა კონკურსი  - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“. მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ სოციალური კამპანია ტოლერანტობასთან დაკავშირებით. 

გამარჯვებული გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტი მარიამ ხუროშვილი, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტმა გამოუყო ბიუჯეტი აღნიშნული  კამპანიის განსახორციელებლად.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი